სერხიო ბუსკეტსმა აღიარა, რომ ინტერ მაიამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დონის გუნდი არ არის.
14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გასამართ ფიფას ახალ ტურნირზე ინტერ მაიამი მოწვეული გუნდის სტატუსით იასპარეზებს და ჯგუფში ეგვიპტურ ალ აჰლის, პორტოს და პალმეირასს დაუპირისპირდება.
„ნათელია, რომ არ ვართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დონის გუნდი, მაგრამ შევეცდებით ჯგუფში ვიბრძოლოთ, თითოეულ მატჩს ცალკეულად მივუდგეთ და თუ გაგვიმართლა - შემდეგ ეტაპზეც გავალთ.
თუმცა, ეს ძალიან გაჭირდება." - აღნიშნა ბუსკეტსმა DAZN-სთან ინტერვიუში.