კონკაკაფის (ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა) ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში ინტერ მაიამიმ ლოს ანჯელესი მიიღო. პირველი შეხვედრა LAFC-ის გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ამ თამაშშიც სტუმრები დაწინაურდნენ და ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ინტერ მაიამიმ სიტუაციის მობრუნება შეძლო.
35-ე წუთზე ანგარიში ლეო მესიმ გაათანაბრა, რომელმაც უგო ლორისის კარი ძლიერი დარტყმით აიღო, 61-ე წუთზე არგენტინელმა უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა.
84-ე წუთზე კი მესიმ ლორისს გადამწყვეტი პენალტი გაუტანა და ინტერმა ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა.
ხავიერ მასკერანოს გუნდი ამ ქამბექით ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში გავიდა.