VIDEO: ლამაზი გოლი ტორონტოსთან - მესიმ იგუაინის რეკორდი მოხსნა
07 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩში ინტერ მაიამი ტორონტოს დაუპირისპირდა, მატჩი 1-1 დასრულდა.
ორივე გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გავიდა. დამატებულ მე-2 წუთზე ლორენცო ინსინიეს პასის შემდეგ ანგარიში ფედერიკო ბერნარდესკიმ გახსნა.
დამატებულ მე-5 წუთზე კი წონასწორობა ლეო მესიმ აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშითაც დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მესიმ ინტერ მაიამიში თანამემამულე გონსალო იგუაინის შედეგი გააუმჯობესა და ახლა მას კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე კონტრიბუცია აქვს.
იგუაინს 67 მატჩში 43 გოლი+საგოლე გადაცემა ჰქონდა, მესის კი 29 შეხვედრაში უკვე 44 გოლი+ასისტი აქვს.
ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ მასკერანოს გუნდი 14 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა.