ბარსელონას ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინიამ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა, რაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტ საგოლე მოქმედებას გულისხმობს.
ბრაზილიელისთვის ინტერთან გოლი ლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 აღმოჩნდა, ჯამში კი 21 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა (13 გოლი, 8 საგოლე გადაცემა). რაფინიას ამ შედეგისთვის 14 მატჩი დასჭირდა.
კრიშტიანუ რონალდუმ კი 2013-14 წლების სეზონში 11 შეხვედრაში 17 გოლი და 4 ასისტი მიითვალა და ამ მხრივ რეკორდი დაამყარა.
ცოტა ხნის წინ რაფინიამ ლეო მესის რეკორდიც მოხსნა და გახდა ბარსელონას მოთამაშე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს.
VIDEO: გოლების წვიმა და საოცარი სანახაობა მილანში - ინტერი 4:3 ბარსელონა