რაიან გიგზმა კრიშტიანუ რონალდუ გამოარჩია.
ჟურნალისტი: რომელ ადგილს იკავებს რონალდუ იმ ფეხბურთელებს შორის, ვისთანაც გითამაშია?
- ის საუკეთესოა.
ოჰო. უკეთესი, ვიდრე კანტონა?
- ის საუკეთესოა.
მახსოვს, ერთხელ ზამთრის ვარჯიშზე მას დავეტაკე, წავაქციე და მწვრთნელი განრისხდა, რაზეც მე ვუპასუხე: "უფროსო, მე ხომ ბურთში ვითამაშე."
მან კი მიპასუხა: "კი, ვიცი, მაგრამ მოდი ფრთხილად ვიყოთ, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია." - აღნიშნა რიო ფერდინანდთან საუბარში მანჩესტერის ლეგენდამ.