პორტუგალიის 15-წლამდე ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორის დებიუტი შედგა იაპონელ თანატოლთა წინააღმდეგ.
შვილმა მამის მსგავსად 7-ნომრიანი მაისური მოირგო, ის თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
მატჩს ჯუნიორის ბებია და კრიშტიანუს დედა დოლორეშ ავეირუც ესწრებოდა.
"გილოცავ შენს დებიუტს პორტუგალიის ნაკრებში, შვილო. ძალიან ვამაყობ შენით!" - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
