თურქული გამოცემა HTSpor-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო უახლოეს პერიოდში ფენერბაჰჩეს დატოვებს.
კლუბში მის მიერ დაფიქსირებული შედეგებით კმაყოფილები არ არიან და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში ჟოზე თურქეთის დედაქალაქს დატოვებს.
თუმცა, ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, „განსაკუთრებული" დიდხანს უმუშევარი არ დარჩება, რადგან მან შეთანხმებას პორტუგალიის ნაკრებთან მიაღწია.
თუ ამ წყაროს დავუჯერებთ, მოურინიო პორტუგალიის ნაკრების სათავეში რობერტო მარტინესს ივნისის ერთა ლიგის მატჩების შემდეგ ჩაანაცვლებს.