ჟოზე მოურინიომ იმ მოთამაშეების ტრანსფერები გაიხსენა, რომელიც ინტერს მთავარი მიზნის მიღწევაში დაეხმარა.
"მე ფენომენალური პრეზიდენტი მყავდა, მისტერ მორატი. მან მკითხა: "მოურინიო, რა გვჭირდება ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?"
მას მაშინვე ვუთხარი: "მჭირდება სწრაფი ცენტრალური მცველი, რომელიც საშუალებას მომცემს მაღლა აწეული დაცვის ხაზით ვითამაშო." ეს ლუსიო იყო.
მჭირდება კრეატიული ნახევარმცველი - ეს უესლი სნეიდერი იყო. მჭირდება ერთი შემტევი მოთამაშე, რომელიც გადამწყვეტ მომენტში დაგვეხმარება და ჩვენ მილიტო ვიყიდეთ ჯენოადან. იბრაჰიმოვიჩი ბარსელონაში გავყიდეთ, სამაგიეროდ კი ეტო'ო მივიღეთ.
გუნდს ყველაფერი ჰქონდა: პიროვნებები, გამოცდილება, ფიზიკურობა, ემპათია და მეგობრობა, ეს სამი რამ კი გვაკლდა. ეს სამი რამ დაგვემატა და შემდეგი სეზონი ჩვენი იყო." - გაიხსენა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ინტერმა ჟოზე მოურინიოს თავკაცობით 2010 წელს ტრებლი მოიგო.