ჟოზე მოურინიომ ხუმრობით უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ არჩევს მატჩებზე სასტარტო შემადგნელობას.
ასეთი შეკითხვა პორტუგალიელს იმის ფონზე დაუსვეს, რომ ამ სეზონში ის ფენერბაჰჩეს სასტარტოს ძალიან ხშირად ცვლის.
„25 მონეტა მაქვს და ჰაერში ვაგდებ. ის, რომელიც მაგიდაზე რჩება, სასტარტოში თამაშობს. ხოლო ვინც ძირს ეცემა, სათადარიგო სკამზე ხვდება. სწორედ ასე ვარჩევ შემადგენლობას.
მთელი კვირის განმავლობაში ვერთობი. ყოველდღე სტამბოლის ღამის კლუბებში დავდივარ. შემდეგ კი, როცა სასტარტოს შერჩევის დრო მოდის, ფეხბურთელების სახიან მონეტებს ვისვრი ჰაერში. ის 11 კაცი, ვისი სახეც მაგიდაზე მრჩება, სასტარტოშია. ასე მარტივად მაქვს ყველაფერი." - აღნიშნა ჟოზემ.