გალათასარაის მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ჟოზე მოურინიოს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
თურქეთის თასზე (1:2) გალასთან წაგების შემდეგ, პორტუგალიელმა თავის კოლეგა ოკან ბურუკს ცხვირზე მოქაჩა.
VIDEO: ჟოზე მოურინიომ გალათასარაის მწვრთნელს უკნიდან ცხვირზე მოქაჩა
თურქული საფეხბურთო ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ჟოზეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
უფრო მძიმე სასჯელისგან ჟოზე იმან გადაარჩინა, რომ კომიტეტის აზრით, ბურუკი მოურინიოს პროვოცირებდა.