ჟოზე მოურინიოს თავისი გუნდის ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს.
ფრანგი ალან სენტ-მაქსიმენი რეინჯერსთან ევროპა ლიგის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
ამის შემდეგ, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ჩემს დასამარცხებლად რაღაც უფრო მეტია საჭირო. როცა ტყუილი ლიფტით ადის, სიმართლე კიბით ამოდის. მას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, ის ყოველთვის მოდის დანიშნულების ადგილას. თუ ღმერთია ჩვენთან, ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ?"
მოურინიომ ფეხბურთელს თავის სტილში უპასუხა და მიანიშნა, რომ ფრანგს ზედმეტი წონა აქვს.
„არ ვიცოდი, რომ სენტ-მაქსიმენი პოეზიაში ასეთი ნიჭიერია. თუმცა, მეც არამიშავს ამ საკითხში. როცა ფეხბურთელი კარგად მუშაობს და ფორმაშია, ყოველდღე ვარჯიშობს, მას ლიფტი არ სჭირდება, კიბითაც მშვენივრად შეძლებს ასვლას.
თუმცა, თუ ცუდად ვარჯიშობს, აგვიანებს, ზედმეტი წონა აქვს და სათამაშოდ მზად არ არის, მაშინ ზემოთ ასასვლელად ლიფტი დასჭირდება. იმიტომ, რომ კიბეზე მარტივად დაიღლება." - აღნიშნა პორტუგალიელმა.
