გუტიმ ლამინ იამალს ოქროს ბურთის პოტენციური მფლობელი უწოდა, თუმცა ივარაუდა, რომ დიეგო მარადონასთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და ლეო მესისთან მიახლოვების მეტი შანსი კრიშტიანუ რონალდუს აქვს.
- დე ლა ფუენტე ამბობს, რომ ლამინს შეუძლია ახალი მესი, მარადონა და რონალდუ გახდეს. რას ფიქრობთ ამაზე?
ვაუ. მასში შესანიშნავ ფეხბურთლს ვხედავ, ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულსაც. თუმცა, თქვენ ახლა ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებთ.
მესიმ მექსიკური მუნდიალი გამორჩეული თანაგუნდელის გარეშე მოიგო, მესი და რონალდუ კი ათ წელზე მეტხანს 50 ან მეტ გოლს იტანდნენ. ამის გამეორება ძალიან რთული იქნება.
ვფიქრობ, რომ ამასთან კილიანი ბევრად ახლოს არის, ვიდრე იამალი." - აღნიშნა გუტიმ.