მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის ბოლოდროინდელ შედეგებზე პასუხისმგებლობა პეპ გვარდიოლამ თავის თავზე აიღო.
„საკუთარ თავთან გულწრფელი არ ვარ. დღეს ჩვენ აქ ჩემს გამო ვართ, ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. რა თქმა უნდა, მათაც მოკლებული აქვთ ცოტა და ეს ნორმალურია. ასე იყო წინა სეზონშიც.
თუმცა, შედეგებიდან გამომდინარე, გამოსავალი მე უნდა მვიძიო. საბოლოოდ ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდით, საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ფეხბურთელებს მე ვწვრთნი და მათი წამოწევა ვერ შევძელი, რეალობა ასეთია.
ტრავმებზე ბევრი გვაქვს ნალაპარაკები, ასეთ სიტუაციაშიც კი უნდა მოვახერხო და კარგ შედეგებს მივაღწიო. იმედია, დაბრუნებას შევძლებთ.
არის რაღაც, რაც მე მაკლია. რაღაც, რასაც კარგად ვერ ვაკეთებ. საბოლოოდ, როცა ბევრ მატჩს აგებ, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება.
ლესტერთან კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ მეტი არაფერი. მომისმინეთ, ყველამ ვიცით საკუთარი დონე. როგორ გამოიყურება ეს გუნდი ბოლო 8 წელთან შედარებით? შორს ვართ, ამას მეც არ გამოვრიცხავ.
ერთი მატჩის შედეგი ჩემს ზოგად შეხედულებას ვერ შეცვლის. მაგრამ ამავდროულად, დადებითი შედეგები თავდაჯერების დაბრუნებაშიც დაგვეხმარება." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები