8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ ინგლისის თასის მატჩებში ბურთის ხარისხი დაიწუნა.
მან სიტიმ პლიმუთს 3:1 მოუგო და თასის 1/4 ფინალში გავიდა.
სიტის ფეხბურთელებმა ამ მატჩში 10 ისეთი დარტყმა განახორციელა, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია. სათასო მატჩებში Mitre Sports-ის ბურთები გამოიყენება.
„ასეთი დარტყმების შემდეგ, როგორც წესი ბურთი მიზანს ხვდება. ბევრი მწვრთნელი და ფეხბურთელი ამაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც აგებ, ისე ჟღერს, თითქოს თავს იმართლებ და ყველაფერს ბურთს აბრალებ, მაპატიეთ.
ინგლისის თასზე და ლიგის თასზე უკვე მრავალი წელია ეს ხდება. ვიცი, რომ ეს ბიზნესია, მაგრამ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ.
ბევრი წელია იგივეს ვიმეორებ, არის რაღაცები, რასაც ვერ გააკონტროლებ. მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი და ხალხს შეუძლია ან დამეთანხმოს, ან არა. ჩვენ მოვიგებთ, ასე რომ ხალხი უფრო რბილად მომიდგება. მაგრამ, რომც წავაგოთ, ჩემი აზრი არ შეიცვლება.
არ დავიწყებდი ამაზე ლაპარაკს, იმიტომ რომ არ მინდა დამსაჯონ, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის ბურთი დიდეუბლია, მაგრამ აქაური - არ ვარგა." - აღნიშნა პეპმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები