მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ როდრი დაბრუნებასთან ახლოსაა.
ესპანელმა პლიმუთთან სათასო მატჩში სასტარტო შემადგენლობა სრულად შეცვალა და თამაშის შემდეგ თავისი ეს გადაწყვეტილება ახსნა.
„ყოველ სამ დღეში ამდენი თამაშის ჩატარება არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, დასვენებული ფეხები გვჭირდება და ის ფეხბურთელებიც, ვინც უნდა დაგვიბრუნდეს. ეს არის ჩვენი სრული შემადგენლობა, ოსკარ ბობის და როდრის გამოკლებით, რომლებიც დაბრუნებასთან ახლოს არიან.
პირველად არის სეზონში, როცა მეტნაკლებად სრული შემადგენლობა გვყავს. თითქმის დარწმუნებული ვარ, მთელი სეზონი ასე რომ ყოფილიყო, ახლა სულ სხვა ვითარება იქნებოდა." - აღნიშნა გვარდიოლამ ინტერვიუში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები