1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლას სურს, რომ გამოცდილი ფეხბურთელები მან სიტიში დარჩნენ.
ESPN-ს ინფორმაციით, მომავალი სეზონის წინ, ბერნარდო სილვას, ჯონ სტოუნზის, ედერსონის და ილქაი გიუნდოგანის მომავალი გაურკვეველი რჩება.
„გვყავს 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებიც, მაგრამ ისინი კლუბის მომავლის ნაწილი რჩებიან.
კევინ დე ბრუინის გარდა, რომელიც თავის მომავალს კლუბთან ერთად გადაწყვეტს, ველოდები, რომ ყველას აქ ვიხილავ, ვისი კონტრაქტებიც მომავალ სეზონშიც მოქმედი იქნება.
ისინი ძალიან დაგვეხმარებიან. მომავალ სეზონში ბევრი მატჩი გველის. არ შეგვეძლება მხოლოდ ახალი ფეხბურთელების გამოყენება, ვეტერანებიც გვჭირდება." - აღნიშნა მან სიტის თავკაცმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები