მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დარვინ ნუნიესის მთლიანი ფოკუსი ზაფხულამდე ლივერპულზეა მიმართული მას შემდეგ, რაც იანვარში ალ ნასრთან მისი გარიგება ჩაიშალა, თუმცა დიდი შანსია, რომ ურუგვაელი კლუბს მაინც დატოვებს.
ნუნიესის წასვლა ზაფხულში კონკრეტული შესაძლებლობაა და ეს თემა უკვე გასულ თვეებში განხილულია. ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
დარვინ ნუნიესი ლივერპულს 2022 წელს ბენფიკადან 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ურუგვაელს მერსისაიდულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
დარვინის ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები