მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ამჟამად ხელმძღვანელობის მრჩეველმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ფლორიან ვირცის შეძენის საჭიროება გამოთქვა.
„ჩემთვის, ფლორიან ვირცი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია და სულაც არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი მისი შეძენა უნდა იყოს.
ბაიერნში ყველა თანხმდება, რომ ვირცია ის ფეხბურთელი, რომელიც გვჭირდება - არა ლევერკუზენის შესასუსტებლად, არამედ საკუთარი თავის გასაძლიერებლად." - აღნიშნა რუმენიგემ.
ვირცის მიმართ ინტერესს ბაიერნის გარდა სხვა ევროპული კლუბებიც გამოთქვამენ, მათ შორის ლივერპული, რეალი და სხვები.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები