მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში შტუტგარტმა MHP არენაზე ბაიერნი მიიღო.
მატჩში ანგარიში 34-ე წუთზე ანჯელო სტილერმა გახსნა, მასპინძლები პირველი ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 45-ე წუთზე მაიკლ ოლისემ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, 64-ე წუთზე ბაიერნი წინ ლეონ გორეცკამ გაიყვანა, 90-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში (1-3) კინგსლი კომანმა დააფიქსირა.
მიუნხენურ გუნდს 27 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა და 125 წლის გახდა, შესაბამისად კომპანის გუნდმა იუბილე 3 ქულით აღნიშნა.
ბაიერნს 61 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები