მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
თომას მიულერი ბაიერნში დასარჩენად მზად არის ხელფასი დაიკლოს.
Bild-ის ინფორმაციით, 35 წლის ნახევარმცველი მზადაა ხელფასი დაიკლოს იმისთვის, რომ კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
გერმანელი ვეტერანი ხვდება, რომ მომდევნო სეზონში ძირითადის ფეხბურთელი არ იქნება, თუმცა მშობლიურ გუნდში დარჩენა მაინც სურს.
თუ ბაიერნში დარჩენა არ გამოვიდა, ანუ კლუბმა მას ახალი ხელშეკრულება აპრილამდე არ შესთავაზა, მაშინ მიულერი MLS-ში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, სადაც მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს ფეხბურთელი კატეგორიულად გამორიცხავს.
მიულერი ბაიერნის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2007 წლიდან თამაშობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები