მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარმა Podpah-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ სანტოსიდან კარიერა კინაღამ ბაიერნში გააგრძელა.
"კინაღამ ბაიერნში გადავედი... პეპ გვარდიოლას გამო. მას შემდეგ, რაც პუშკაშის ჯილდო მოვიგე, მამაჩემი ღამის 2 საათზე მირეკავდა. ვუპასუხე და მითხრა, რომ კარი გამეღო. ნახევრად შიშველი ვიყავი, კართან კი მამაჩემი, პეპ გვარდიოლა და თარჯიმანი იდგნენ.
პეპმა მითხრა: "შენი დამატება მინდა და ჩემთან ერთად წამოხვალ, რომელ კლუბშიც გადავალ. მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეს გაგხდი".
მან ფურცელი მაჩვენა, თავისი ლეპტოპი გასნა და მანახა, სად ვითამაშებდი. პეპმა ასევე თქვა: "თუ სეზონში 60 გოლს არ გაიტან, სახელს შევიცვლი".
მე კი შევეკითხე... კარგი, მაგრამ რომელ გუნდში? პეპმა მითხრა: "ჯერ ვერ გეტყვი, რადგან ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი". ბოლოს კი დავითანხმე და მითხრა, რომ ბაიერნთან აფორმებდა კონტრაქტს. "ვიცი, რომ ცივი ქალაქია, მაგრამ მოგივლი" - მითხრა მან.
საბოლოოდ ბარსელონაში გადასვლა გადავწყვიტე." - განაცხადა ბრაზილიელმა.
ნეიმარის ოცნება ბარსელონაში დაბრუნებაა - The Athletic
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები