-
Aa
+
ფონტის ზომა
The Athletic-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი ნეიმარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნეიმარის გარემოცვასა და ბარსელონას შორის ადრეული მოლაპარაკებები დაიწყო ბრაზილიელის კატალონიაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ნეიმარის პრიორიტეტი ბარსაში გადასვლა. ამის გასაკეთებლად ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც შესაძლებელია.
ბრაზილიელის აგენტ პინი ზაჰავისა და ბარსელონას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, ნეიმარის ოცნება კი ბარსელონაში დაბრუნებაა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა საუდის არაბეთი დატოვა და ცოტა ხნის წინ თავის ყოფილ გუნდ სანტოსს შეუერთდა. სწორედ ამ კლუბიდან გადავიდა ის 2013 წელს ბარსელონაში, სადაც 4 წელი გაატარა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები