პეპ გვარდიოლა კიდევ ათი წელი აპირებს შესვენების გარეშე მუშაობას.
"2035-დან დავიწყებ პაუზის აღებაზე ფიქრს. როცა წლობით ერთიდაიგივეს აკეთებ, ყველაფერი სხვადასხვანაირი ხდება. თუმცა, ეს ბუნებრივია. კლუბი, ფეხბურთელები, მწვრთნელი - ამას ყველა გრძნობს.
აღარ ვართ ისინი, ვინც თავიდან ვიყავით და ამას უამრავი მიზეზი აქვს. ჩემი ურთიერთობა კლუბის ხელმზღვანელობასთან ძალიან თბილი და ახლობლურია.
საქმე მხოლოდ ჩემში არ არის - თქვენც იცით, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი სამწვრთნელო შტაბიდან, სხვაგან გადავიდა.
ყველას საკუთარი სურვილები და მიზნები აქვს. თუმცა, მე ჯერ კიდევ აქ ვართ, თქვენს წინაშე. ასე რომ ვნახოთ." - აღნიშნა 54 წლის სპეციალისტმა.