მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ხულიან ალვარესზე ისაუბრა.
„ტრებლი რომ მოვიგეთ, იცით, ვინ მყავდა სათადარიგოებზე? აიმერიკ ლაპორტი, ხულიან ალვარესი და სხვებიც. მენდომებოდა, რომ დარჩენილიყვნენ. მაგრამ მათ თამაში უნდოდათ. არ თამაშობდნენ და წავიდნენ.
ხულიანი უმაღლესი დონის მოთამაშეა. ამიტომაც ახლა ის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბშია მსოფლიოში, ატლეტიკოში, სადაც საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთადაა და საოცრად თამაშობს.
შეიძლება მინდოდეს, რომ ისევ მყოლოდა გუნდში, მაგრამ მესმის, რატომ წავიდა.“ - განაცხადა ესპანელმა.
არგენტინელმა შემტევმა მანჩესტერ სიტი გასულ წელს დატოვა და მადრიდის ატლეტიკოს შეუერთდა, სადაც გუნდის ლიდერია.