მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
25 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიუკასლთან მატჩის წინ მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის მდგომარეობასა და არსებულ კრიტიკაზე ისაუბრა.
"მეგობრებო, ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ცუდი სეზონი გვქონდეს. 8-9 წელიწადში ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ისეთები აღარ ვიყოთ, როგორებიც ადრე, ისინიც ადამიანები არიან და ეს შეიძლება მოხდეს. რა არის პრობლემა ამაში?
ნახულობთ ლივერპულს ამ სეზონში? მათ უკვე არ შეუძლიათ, რომ 100 ქულაზე ავიდნენ. 99 შეუძლიათ, მაგრამ არა 100 და ნახეთ, რა სეზონი აქვთ მათ. ამით ვხვდები, რა გავაკეთეთ.
ხალხი მეკითხება თუ რა მოხდა. ეს არის პრობლემა, ეს არ არის ნორმალური. ვინ დააგროვებს 100 ქულას თანამედროვე ფეხბურთში? ვინ მოიგებს ზედიზედ 4-ჯერ პრემიერ ლიგას? გელოდებით...
შეიძლება ჩემპიონატი მე-14 ან მე-15 ადგილზე დავასრულოთ, მაგრამ ახლა მე-6 ადგილზე ვართ და სხვა გუნდების მდგომარეობაში არ ვართ, რომლებიც წარსულში წარმატებულები იყვნენ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში მანჩესტერ სიტი ნიუკასლს სენტ ჯეიმს პარკზე ეწვევა. მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები