როდრიმ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და მანჩესტერ სიტის დახმარებას სექტემბრის შუამდე ვერ შეძლებს.
"როდრი უკეთესად ხდება, მაგრამ ალ ჰილალთან დიდი ტრავმა მიიღო. ის უკეთ ვარჯიშობს, იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ, ის ბოლომდე მზად იქნება." - განაცხადა გვარდიოლამ.
ესპანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში მძიმე ტრავმა გადაიტანა. ის სექტემბრიდან მაისამდე მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ვერ თამაშობდა.
როდრიმ მორიგი დაზიანება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ალ ჰილალთან თამაშისას მიიღო.