პრემიერ ლიგის მე-15 ტურში ასტონ ვილამ საკუთარ მოედანზე არსენალი დაამარცხა.
შეხვედრა ვილა პარკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ვილას რიგებში თავი მეტი ქეშმა და ემილიანო ბუენდიამ გამოიჩინეს, არსენალიდან კი 52-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა შეძლო გოლის გატანა.
ამ გამარჯვებით ასტონ ვილამ 30 ქულა დააგროვა და ლიდერ არსენალთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.
1-0 ქეში 36'
1-1 ტროსარი 52'
2-1 ბუენდია 90+5'