მანჩესტერ სიტის ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ, პრემიერ ლიგის 28-ე ტურში გამართული ლონდონური დერბის ხარისხი გააკრიტიკა.
არსენალისა და ჩელსის დაპირისპირება (2:1) ვეტერანი ფეხბურთელისთვის არასაკმარისად სანახაობრივი აღმოჩნდა.
„თავიდან საკმაოდ ნორმალური თამაში იყო, მაგრამ ბოლოს ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. გინდა ნახო ლამაზი ფეხბურთი, გადაცემები, შეტევები, საგოლე მომენტები. საბოლოოდ კი სამივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან ვიხილეთ — დერბისთვის ეს ცოტა უცნაურია!
დღეს არსენალისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, როგორც გულშემატკივარს, მე მეტი მსურდა“, — განაცხადა ტურემ.
ამ გამარჯვებით არსენალმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და სიტის 5 ქულით უსწრებს, თუმცა „ქალაქელებს" 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.