VIDEO: ქამბექი ოლდ ტრაფორდზე — მანჩესტერმა ისევ შეშკოს გოლით მოიგო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე კრისტალ პალასი 2:1 დაამარცხა.
ოლდ ტრაფორდზე გამართული მატჩი მასპინძელთათვის მძიმედ დაიწყო — მაქსენს ლაკრუამ მე-4 წუთზე პალასი დააწინაურა და მანჩესტერი დიდხანს ვერ ახერხებდა გამათანაბრებელი გოლის გატანას.
სიტუაცია 57-ე წუთზე შეიცვალა, როცა ლაკრუა გმირიდან ანტიგრიმად გადაიქცა — ფრანგმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია, თავად გააძევეს, პალასის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრუნომ გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი კი ბოლო მატჩებისთვის ტრადიციულად, ბენიამინ შეშკომ გაიტანა და თავის გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა.
იუნაიტედმა ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე ასტონ ვილა ჩაანაცვლა, პალასი კი 35 ქულით მე-14 ადგილზეა.