გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Telegraph-მა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 20 საუკეთესო ტრანსფერის სია შეადგინა.
რეიტინგის სათავეში მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეული, ბრაიან მბიუმო მოექცა, რომელმაც ოლდ ტრაფორდზე გადმოსვლის შემდეგ გუნდის შეტევა სრულიად შეცვალა.
საინტერესოა, რომ საუკეთესო ათეულში მოხვდნენ სანდერლენდის სენსაციური შენაძენებიც, მათ შორის ვეტერანი გრანიტ ჯაკა, რომელიც გუნდს ლევერკუზენიდან შეუერთდა.
პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერების ტოპ-10:
1. ბრაიან მბიუმო (ბრენტფორდიდან მანჩესტერ იუნაიტედში);
2. გრანიტ ჯაკა (ბაიერიდან სანდერლენდში);
3. მარკ გეჰი (კრისტალ პალასიდან მანჩესტერ სიტიში);
4. სენე ლამენსი (ანტვერპენიდან მანჩესტერ იუნაიტედში);
5. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ-დან მანჩესტერ სიტიში);
6. მარტინ სუბიმენდი (რეალ სოსიედადიდან არსენალში);
7. უგო ეკიტიკე (აინტრახტიდან ლივერპულში);
8. ჟოაო პედრო (ბრაიტონიდან ჩელსიში);
9. რობინ რუფსი (ნეკ-იდან სანდერლენდში);
10. ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდში, თავისუფალი აგენტი)