ჩელსის მფლობელმა, ტოდ ბოელიმ, 2022 წელს ბრაიტონიდან მარკ კუკურელიას ტრანსფერის დეტალები გაიხსენა.
მისი თქმით, იმ პერიოდში სპორტულ საკითხებში გამოცდილება არ ჰქონდა და გადაწყვეტილებას მარტივი პრინციპით იღებდა.
„კლუბი ჩავიბარეთ იმ ვითარებაში, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი მენეჯერული გუნდი წავიდა. მომიწია, ერთი ზაფხულით სპორტული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გავმხდარიყავი ისე, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რას ნიშნავს კარგი ფეხბურთელი.
მაგრამ ვიცოდი ერთი რამ: თუ მანჩესტერ სიტის სურდა მარკ კუკურელია, ესე იგი მეც მინდოდა ის. ყველაფერი მართლაც ასე მარტივად იყო“, — ციტირებს ბოელის სიტყვებს Sports Illustrated.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ჩელსიმ ესპანელ მცველში 60 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა.