• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ჰოლივუდური ამბიციები: რეინოლდს მესის გადმობირება სურს
ფეხბურთიფეხბურთი

ჰოლივუდური ამბიციები: რეინოლდს მესის გადმობირება სურს

22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰოლივუდის ვარსკვლავების, რაიან რეინოლდსისა და რობ მაკელჰენის მფლობელობაში არსებული უელსური კლუბი რექსჰემი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.


პრემიერ ლიგის ყოფილმა მწვრთნელმა, ტონი პულისმა განაცხადა, რომ გუნდს აქვს უნიკალური შანსი და ძალა, კლუბში ისეთი ლეგენდები მიიზიდოს, როგორებიც ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი არიან.

2021 წლის თებერვალში კლუბის შესყიდვის შემდეგ, ჰოლივუდურმა დუეტმა რექსჰემი დაბალი დივიზიონიდან გლობალურ ფენომენად აქცია. მთავარი მწვრთნელის, ფილ პარკინსონის ხელმძღვანელობით, გუნდმა ზედიზედ სამი დაწინაურება მოიპოვა და ჩემპიონშიპის სადებიუტო სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა - პლეი-ოფის ზონას სულ რაღაც 2 ქულა დააკლდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ბურთის მფლობელების გაფორმება ჩემპიონშიპის გუნდისთვის ფანტასტიკის სფეროდ მოსჩანს, პულისი მიიჩნევს, რომ რექსჰემმა ამბიციებს საზღვრები არ უნდა დაუწესოს. მწვრთნელის თქმით, უელსის ბუნება, კულტურა და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობა უნიკალური კოზირია:

„რექსჰემის შემდეგი დიდი ტრანსფერი? კრიშტიანუ, მესი, ნეიმარი - რატომაც არა? უელსი, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ უელსი, საოცარი და ულამაზესი ადგილია. უბრალოდ უთხარით მათ, რომ აქ მზე არასდროს წყვეტს ნათებას და საჭმელი ფანტასტიკურია. თუნდაც წვიმიანი ამინდი იყოს, უელსელებზე თბილ ხალხს მსოფლიოში ვერსად იპოვით. აი, ეს არის მთავარი იარაღი სუპერვარსკვლავების ჩამოსაყვანად.“

კლუბის მთავარ მიზნად 2026/27 წლების სეზონში პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვება რჩება. ფილ პარკინსონი მიმდინარე შემადგენლობით კმაყოფილია, თუმცა აღიარებს, რომ უმაღლეს დონეზე გასასვლელად გუნდის გაძლიერება აუცილებელია. შეძლებენ თუ არა რეინოლდსი და მაკელჰენი მსოფლიო ფეხბურთის „დიდი სამეულიდან“ რომელიმეს უელსში ჩაყვანას, ამას დრო აჩვენებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
ნეიმარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ირანის ნაკრები მუნდიალის ბაზას მექსიკაში გადაიტანს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანის ნაკრები მუნდიალის ბაზას მექსიკაში გადაიტანს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაროკოს ნაკრების 26-კაციანი განაცხადი მუნდიალისთვის ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაროკოს ნაკრების 26-კაციანი განაცხადი მუნდიალისთვის ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიდერლანდების ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიდერლანდების ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (II ნაწილი)

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (II ნაწილი)
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

25 მაი, 2026

ირანის ნაკრები მუნდიალის ბაზას მექსიკაში გადაიტანს

News image

5 სთ წინ

მაროკოს ნაკრების 26-კაციანი განაცხადი მუნდიალისთვის ცნობილია

News image

3 სთ წინ

ნიდერლანდების ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის

News image

3 სთ წინ

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატებზე (II ნაწილი)

კომენტარები

ლინკის დაკოპირება