4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-9 ტურში ივან იურიჩის რომა სტუმრად ფიორენტინასთან განადგურდა.
შეხვედრა სტადიონ არტემიო ფრანკიზე გაიმართა და იების გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
მოიზე კინის დუბლითა და ბელტრანის გოლით ფლორენციელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს. რომას რიგებში გოლი კონემ გაიტანა, როცა ანგარიში 1:2 გახადა.
შესვენების შემდეგ ფიორენტინამ მეტოქის რბევა გააგრძელა, როცა ბოვემ ანგარიში 4:1 გახადა. 60 და 65-ე წუთებზე მარიო ერმოსომ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და რომა კაცნაკლული დარჩა, რის გამოც მწვრთნელმა პაოლო დიბალა გაიყვანა და მის ნაცვლად მატს ჰუმელსი შემოიყვანა, რომელსაც რომას მაისურით დებიუტი ჰქონდა.
გერმანელ ვეტერანს დებიუტი ანგარიშის გახდა ავტოგოლითაც ჩაშხამდა - მოედანზე გამოსვლიდან 4 წუთში, გერმანელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში, 5:1 დააფიქსირა.
9 ტურის შემდეგ რომას ანგარიშზე 10 ქულაა, გუნდი ზედიზედ 3 ტურია ვერ იგებს და მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა, ფიორენტინამ კი ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და ცხრილში მე-4 პოზიციაზეც გადაინაცვლა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები