უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერთან მარცხის შემდეგ ბარსელონას შემტევმა, ლამინ იამალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ჩვენი მაქსიმუმი გავიღეთ, ამ წელს არ გამოვა, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით, ეჭვი არ შეგეპაროთ. კულეებო, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ამ კლუბს იქ არ დავტოვებთ, სადაც იმსახურებს, უმაღლეს მწვერვალზე.
მე შევასრულებ ჩემს პირობას და ბარსელონას ამას მოვუტან, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ამას არ მივაღწევთ.
კვირას მორიგი ფინალია და ყველა ერთად უნდა ვიყოთ. Visca Barca!" - წერს 17 წლის ესპანელი.
VIDEO: გოლების წვიმა და საოცარი სანახაობა მილანში - ინტერი 4:3 ბარსელონა