საუდის არაბეთთან გოლით ლამინ იამალმა რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
18 წლისა და 343 დღის ასაკში, იამალმა ესპანეთის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე მეორე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორის სტატუსი მოიპოვა (მასზე ახალგაზრდა მხოლოდ გავი იყო 2022 წელს).
ასევე ლამინმა ესპანეთის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო 24 წლის განმავლობაში.
ამასთან ის შეუერთდა იმ განსაკუთრებულ სიას, რომელშიც აქამდე მხოლოდ ერთი სახელი ფიგურირებდა - პელე.
იამალი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 19 წლამდე ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში პირველი გოლი გაიტანა.
პელე 17 წლის იყო, როდესაც 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უელსის წინააღმდეგ ბრაზილიის პირველი გოლი გაიტანა.
VIDEO: ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა