ცნობილი გახდა FIFA The Best-ის ჯილდოს ნომინანტები.
ფიფა ყოველწლიურად წლის საუკეთესო ფეხბურთელს ოქროს ბურთისგან განცალკევებით ასახელებს. გამარჯვებულს ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ასევე ჟურნალისტები და გულშემატკივრები ადგენენ. რეიტინგში მოხვდნენ 2024 წლის 11 აგვისტოდან 2025 წლის 2 აგვისტომდე ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები.
ვინ გახდება წლის მეკარე? FIFA-მ ნომინანტები დაასახელა
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის შემდეგი მოთამაშეები იბრძოლებენ:
უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
ნუნო მენდეში (პსჟ, პორტუგალია)
კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)
პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
2024 წელს აღნიშნული ჯილდო ვინისიუს ჯუნიორს ერგო.