ჩინეთში პეკინის 500-ქულიანი ტურნირის ფინალი გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იანიკ სინერი და ლერნერ ტინი დაუპირისპირდნენ.
მატჩი იტალიელის გამარჯვებით 2 სეტში (6-2, 6-2) დასრულდა და სინერმა პეკინში მე-2 ტიტული მოიგო.
სულ კი ეს იანიკის კარიერაში მოგებული 21-ე ტურნირია. მას ბოლო 61 მატჩიდან 56 მოგებული აქვს, 2025 წელს კი მე-3 ტიტული მოიგო.
იტალიელმა პეკინში ჩილიჩი, ატმანი, მაროშანი, დე მინორი და ტინი დაამარცხა.
მორიგი ტიტული - კარლოს ალკარასმა ტოკიოს ტურნირი მოიგო