ტოკიოში ATP-ს 500-ქულიანი ტარდება, სადაც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი კარლოს ალკარასიც იღებს მონაწილეობას.
ესპანელი 1/4 ფინალში ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-2, 6-4) დაამარცხა.
ალკარასმა მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინვალედ ითამაშა და შესაძლოა, წლის საუკეთესო ქულაც შემოგვთავაზა.
კარლოსი 1/2 ფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს დაუპირისპირდება.