• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პარიზში სენსაციები გრძელდება - ჯოკოვიჩი როლან გაროსს გამოეთიშა
ჩოგბურთიჩოგბურთი

პარიზში სენსაციები გრძელდება - ჯოკოვიჩი როლან გაროსს გამოეთიშა

29 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

როლან გაროსზე სენსაციები გრძელდება.


კარლოს ალკარასის ტრავმის გამო ჩახსნისა და იანიკ სინერის მე-2 რაუნდში სერუნდოლოსთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ტურნირის მთავარ ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოიკვეთა, რომელმაც პირველი ორი წრე 4-სეტიანი გამარჯვებებით გადალახა.


თუმცა, პირველი სერიოზული გამოცდა 39 წლის ლეგენდას ბრაზილიელ ვუნდერკინდთან, ჟოაო ფონსეკასთან ელოდა, რომელიც რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს და თიხის სპეციალისტადაც მოიაზრება.


მატჩის სტარტზე ნოვაკმა თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დააყენა და პირველი ორი სეტი 6:4 6:4 მოიგო. პრობლემები მესამე სეტიდან დაიწყო, როცა ფონსეკამ 3-0 წაიყვანა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა (6:3).


მეოთხე სეტი ჯოკოვიჩმა თავისი მოწოდების წაგებით დაიწყო, თუმცა ბრეიკი მალევე დაიბრუნა და 5:5-მდე ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ. მე-11 გეიმში ბრაზილიელმა ნოვაკის მოწოდება მოიგო, შემდეგ თავისი ჩაწოდებაც შეინარჩუნა და საქმე გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა.


დისაიდერში ნოვაკმა 3:1 წაიყვანა, თუმცა შემდეგსავე გეიმში გაანიავა უპირატესობა და წინა სეტის მსგავსად, კვლავ 5:5-ზე დაბრეიკდა. მატჩზე ჩასაწოდებლად გამოსულ ფონსეკას ცოტა ხელი კი აუკანკალდა და თავისი შეცდომებით ნოლეს ბრეიკ-პოინტი აჩუქა, რომელიც შემდეგ ეისითვე გამოსაწორა და საბოლოოდ, მატჩის მოგება მოახერხა.


ამრიგად, მესამე წრის შედეგად როლან გაროსზე გრენდ სლემის არცერთი მოქმედი გამარჯვებული აღარ დარჩა - მედვედევი ბრძოლას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა, სინერი მეორედან, ჯოკოვიჩი კი - მესამედან. 


ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის საფრანგეთის ღია პირველობა გრენდ სლემის ახალ ჩემპიონს გვაჩუქებს.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩოგბურთი
ჯოკოვიჩი
როლან გაროსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბაშტადის ტურნირი - ბასილაშვილი 1/8 ფინალში გავიდა

•ქართული

ქართული

ბაშტადის ტურნირი - ბასილაშვილი 1/8 ფინალში გავიდა
•ქართული

ქართული

დასანანი მარცხი - ბასილაშვილი ბაშტადის ტურნირს გამოეთიშა

•ქართული

ქართული

დასანანი მარცხი - ბასილაშვილი ბაშტადის ტურნირს გამოეთიშა
•ქართული

ქართული

ჩოგბურთი - თელავმა იუნიორთა ტურნირს უმასპინძლა

•ქართული

ქართული

ჩოგბურთი - თელავმა იუნიორთა ტურნირს უმასპინძლა
•ქართული

ქართული

მარცხი პირველსავე წრეში - ბასილაშვილს კარიერაში ერთ-ერთი უსუსტესი სეზონი აქვს

•ქართული

ქართული

მარცხი პირველსავე წრეში - ბასილაშვილს კარიერაში ერთ-ერთი უსუსტესი სეზონი აქვს
•ქართული

ქართული

News image

14 ივლ, 2026

ბაშტადის ტურნირი - ბასილაშვილი 1/8 ფინალში გავიდა

News image

16 ივლ, 2026

დასანანი მარცხი - ბასილაშვილი ბაშტადის ტურნირს გამოეთიშა

News image

19 ივლ, 2026

ჩოგბურთი - თელავმა იუნიორთა ტურნირს უმასპინძლა

News image

19 სთ წინ

მარცხი პირველსავე წრეში - ბასილაშვილს კარიერაში ერთ-ერთი უსუსტესი სეზონი აქვს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება