ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეშტორილის 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგის 427-ე ნომერთან, პორტუგალიელ ტიაგო ტორესთან 2 სეტში დამარცხდა - 4:6; 2:6. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტს ორი ბრეიკით, 4:1-ს იგებდა.
20 ივლისის მონაცემებით, ბასილაშვილს ბოლო ათწლეულში კარიერის ერთ-ერთი უსუსტესი სეზონი აქვს და არც ერთ ტურნირზე 1/8 ფინალურ ეტაპზე შორს არ გასულა (ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირის გარდა, როცა 1/4 ფინალში ითამაშა).
ATP-ის რეიტინგის ამჟამინდელი მდგომარეობით, ნიკა ბასილაშვილი 130-ე პოზიციაზეა.