საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავას დღეს შეხვდება.
იბერიელებმა პირველ შესარჩევ რაუნდში ესტონეთის ჩემპიონ ფლორა ტალინს აჯობეს, ხოლო სლოვაკები ტურნირში ამ ეტაპიდან ერთვებიან.
იბერია 1999-ისა და სლოვან ბრატისლავას მატჩი 21 ივლისს, 20:00 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება და აქ იყიდება. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
"იბერია ძალიან კარგი გუნდია, საინტერესო შეხვედრა გველის" - იაია ტურეს პრესკონფერენცია
"ვეცდებით, მეტოქეს სიურპრიზები შევთავაზოთ" - ჯინჯოლავა სლოვანთან მატჩის წინ
"ჯგუფში მოსახვედრად ისტორიული შანსია" - დემჩენკოს პრესკონფერენცია