სლოვან ბრატისლავასთან ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ, იბერიას მთავარმა მწვრთნელმა, ანდრი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა.
"ცხადია, სლოვანის თამაშები ვნახე და გავაანალიზე. მათი მწვრთნელი პოსტზე 1 თვეა დაინიშნა და კარგად მესმის, ეს რამდენად მცირე დროა. თუმცა, იგი ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელია და ვხვდები, რა სათამაშო სტილის დანერგვასაც ცდილობს.
გუნდი 100%-ით მზადაა და საბრძოლო განწყობა აქვს. დაბრუნდა ბართიშვილი, რომელიც შემოქმედებითი ფეხბურთელია და ჩვენთვის სარგებელიც მოტანა შეუძლია. მე გადავწყვეტ, დავაყენებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში.
ასევე, როგორც იცით, არმელ ზოურიმ დაგვტოვა, თუმცა სანერვიულო არაფერია, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ორი კარგი კანდიდატურა გვყავს - ქობულაძე და კუცია.
ეს ისტორიული შანსია, რომ ჯგუფში მოვხვდეთ, ამით ქართული გუნდები განებივრებულები არ არიან და, ვფიქრობ, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა დემჩენკომ.
იბერია 1999-ისა და სლოვან ბრატისლავას მატჩი 21 ივლისს, 20:00 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება და აქ იყიდება. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
ევროტურნირების წილისყრა - იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა