საფეხბურთო კლუბ რუსთავის მენეჯმენტი ლისაბონში Academia Cristiano Ronaldo-ს ეწვია და Sporting Clube de Portugal-ის მენეჯმენტს შეხვდა.
როგორც რუსთაველთა პოსტშია, მხარეებმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და ახალ პროექტებსაც აანონსებენ, რომელთა შესახებ უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.
"სპორტინის საერთაშორისო კემპი SPORTING ITC Georgia 2026 პირველად საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა. მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო და მათგან 5 გამორჩეული მონაწილე პორტუგალიაში, სპორტინგის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა, სადაც პროფესიონალურ გარემოში, ევროპული ფეხბურთის ეპიცენტრში უნიკალური გამოცდილება მიიღეს.
ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნასა და საქართველოში მსოფლიო დონის საფეხბურთო განათლების დანერგვას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია საფეხბურთო კლუბ რუსთავის პოსტის აღწერაში.
ფოტო: სკ რუსთავი