სლოვან ბრატისლავას ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, იბერიას ხელმძღვანელობა ფეხბურთელებსა და სტაფს დიდ პრემიას დაჰპირდა.
Geo Team-ის ინფორმაციით, პრემიის სრული ოდენობა 1 მლნ ლარია, რომელსაც იბერიელები ორმატჩიან დუელში გამარჯვებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში მიიღებენ.
იმავე Geo Team-ისვე მიხედვით, ფლორას ბარიერის გავლისთვის, ფეხბურთელებმა და სტაფმა 500 000 ლარის ოდენობის პრემია მიიღო - თანხა უკვე ჩაერიცხათ.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, იბერია 1999 სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავას დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან შეხვდება. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, ბრატისლავაშია.
მატჩისდღე - იბერია დღეს სლოვან ბრატისლავას მიხეილ მესხზე ხვდება