ჰონგ კონგში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
საქართველოს ნაკრები წლის მთავარ შეჯიბრებაზე ასეთი შემადგენლობით გამოვა: სანდრო ბაზაძე (ხმალი), გიორგი ურუშაძე (ხმალი), ალექსანდრე თავართქილაძე (ხმალი), ალექსანდრა კუვაევა (ხმალი), თამილა მურიდოვა (დაშნა).
ჩვენი გუნდის სახელით, პირველი ასპარეზობაში თამილა მურიდოვა ჩაერთვება - 22 ივლისის, 07:15 საათიდან. ტურნირი 22-30 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ცნობისთვის, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გასულ, 2025 წელს თბილისში გაიმართა და სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა - იქამდე ბრინჯაოსა (2022) და ვერცხლის მედალს (2023) დაეუფლა.