• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"იბერია გვიტევდა, ბევრი სივრცე და შესაძლებლობა მივეცით" - ტურემ მატჩი შეაფასა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"იბერია გვიტევდა, ბევრი სივრცე და შესაძლებლობა მივეცით" - ტურემ მატჩი შეაფასა

21 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, იბერია 1999-თან გასვლითი 2:0 გამარჯვების შემდეგ, სლოვან ბრატისლავას მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.

"პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ და თამაშისადმი კარგი მიდგომა გვქონდა. მეორე ნახევარი გაცილებით რთული გამოვიდა, კონტროლიც შენარჩუნებას ვცდილობდით, მაგრამ იბერია გვიტევდა, მათ ბევრი სივრცე და შესაძლებლობა მივეცით. ბოლო 20 წუთი განსაკუთრებულად გვიჭირდა.

კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა სწორი დამოკიდებულებით ითამაშეს, კარგი მენტალიტეტი გამოავლინეს და მოედანზე ბევრი იმუშავეს. ცხადია, გაუმჯობესება და უფრო მაღალ წერტილამდე ასვლა გვინდა, მაგრამ რაც დღეს გავაკეთეთ, უნდა დავაფასოთ.

რაც შეეხება ხელოვნურ თამაშგარეზე ჩვენს მუშაობასა და შედეგს, რაც მივიღეთ, VAR-ი სწორედ ამისთვისაა, რომ მსგავსი მომენტები ზუსტად და სამართლიანად შეფასდეს. ორი გოლი გავუშვით, მაგრამ არც ერთი ჩაითვალა და ორივე შემთხვევაში მცველებმა ფანტასტიკურად იმოქმედეს.

საერთოდ, დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ, მეტოქის შეტევებთან გამკლავება იოლი არ ყოფილა. ჩემთვის სადებიუტო მატჩი იყო, გვაქვს მშრალი კარი და ბედნიერი ვარ, რომ სახლში ამ შედეგით მივდივართ", - აღნიშნა ტურემ.

43 წლის კოტ დ'ივუარელმა მწვრთნელობა 2021 წელს დაიწყო და ოლიმპიკ დონეცკში, ახმატ გროზნოში, სტანდარდ ლიეჟსა და საუდის არაბეთის ნაკრებში ასისტენტად მუშაობდა, ერთი სეზონით კი ტოტენჰემის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, სლოვან ბრატისლავა კი ივნისის დასაწყისში ჩაიბარა (ვლადიმირ ვაისი ჩაანაცვლა).

თბილისში 2:0 გამარჯვების შემდეგ, სლოვანი იბერია 1999-ს ბრატისლავაში, 29 ივლისს უმასპინძლებს.

"ასეთი მსაჯობა გაუმართლებელია, პენალტი იყო" - რა თქვა დემჩენკომ

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ჩემპიონთა ლიგა
იბერია 1999
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლარნეს მწვრთნელმა პირობა დადო და იბერია გააფრთხილა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლარნეს მწვრთნელმა პირობა დადო და იბერია გააფრთხილა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე დარტყმა მიიღო

•ქართული

ქართული

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე დარტყმა მიიღო
•ქართული

ქართული

საქართველოს ახალი რეკორდი ევროზე – კალანდაძემ ისტორიული შედეგი აჩვენა

•ქართული

ქართული

საქართველოს ახალი რეკორდი ევროზე – კალანდაძემ ისტორიული შედეგი აჩვენა
•ქართული

ქართული

რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ლარნეს მწვრთნელმა პირობა დადო და იბერია გააფრთხილა

News image

10 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება