VIDEO: დრამატული 1/8 ფინალი - ყაზაიშვილის ასისტი და გამარჯვება პენალტებში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილის შანდონ ტაიშანმა ჩინეთის FA CUP-ის 1/8 ფინალური მატჩი ურთულესად მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შანდონელები ვუჰან თრი ლაიონსს დაუპირისპირდნენ - 34-ე წუთზე 0:1-ს აგებდნენ, როცა მეტოქემ პენალტი ვერ გაიტანა და ორბურთიან ჩამორჩენას გადარჩნენ. 79-ე წუთზე, ყაზაიშვილის საგოლე პასით, ლიუ იანმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
ვაკოს გუნდი 113-ე წუთზე კიდევ ერთხელ ჩამორჩა, თუმცა 117-ე წუთზე გაათანაბრეს, შემდეგ კი პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი ქართველმა ზუსტად შეასრულა.
შანდონ ტაიშანი 1/4 ფინალურ მატჩს ჩაატარებს 1-ელ სექტემბერს და შანხაი პორტს დაუპირისპირდება.