საქართველოს სუპერლიგის 2025-26 წლების სეზონის MVP, ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
ინფორმაცია საკალათბურთო კლუბ ტისონა ბურგოსმა, რომელიც ესპანეთის მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, ოფიციალურად დაადასტურა და სპეციალური მისასალმებელი პოსტიც გაავრცელა.
"ალექსანდრე ფევაძე უერთდება ჩვენს გუნდს, რათა ფიზიკურობა, ხასიათი და კიდევ მრავალი დეტალი შეჰმატოს. ახალი ქალაქი, ახალი გამოწვევა! ისტორია, რომელიც ერთად დაიწერება", - აღნიშნულია ბურგოსის პოსტში.
28 წლის ფევაძე საქართველოს ნაკრების წევრია. სუპერლიგის დასრულებულ სეზონში 16.1 ქულას, 7.8 მოხსნასა და 3.2 ასისტს აგროვებდა.
ტისონა ბურგოსი 2013 წელს დაარსებული კლუბია, რომელსაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონ ლიგა ენდესაში არასდროს უთამაშია. Primera FEB-ის გასულ სეზონში 17 გუნდში მე-13 ადგილი დაიკავა.