ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედეთის ქალაქ ბაშტადში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე, ქართველმა ჩოგბურთელმა დიდ ბრიტანელ იან ჩოინსკის 2-სეტიან რთულ ბრძოლაში მოუგო - 6:4; 7:6.
მომდევნო რაუნდში ბასილაშვილი მსოფლიოს 61-ე ჩოგანს, არგენტინელ აგუსტინ ტირანტეს შეხვდება - თავად 135-ე ჩოგანია. პირველი ურთიერთშეხვედრაა.