ეკო გორგოძემ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში გამართული W100-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებაზე მე-7 ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე 4 შეხვედრა ისე მოიგო, რომ მხოლოდ 1 სეტი დათმო, სატიტულო მატჩში კი უკრაინელ ანასტასია სობოლიევას 6:0; 1:0-ს უგებდა, როცა მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
34 წლის გორგოძემ კარიერაში, ერთეულთა შორის, მე-20 ტიტული მოიგო - უშუალოდ წლევანდელ სეზონში პირველი ჩემპიონობაა.
აქვე ცნობისთვის, ეკოს, წყვილთა კატეგორიაში, კარიერულად 46 ტიტული აქვს მოპოვებული.
ეკო გორგოძემ WTA-ის ამჟამინდელ რეიტინგში 176-ე პოზიციაზეა.